“ვერც ერთი პარტია, მათ შორის „ქართული ოცნება,“ ხმების 50% ვერ მიიღებს, იქნება კოალიციური მთავრობა“ – მირიან წიკლაური

„არც “ქართულ ოცნებას”, ან სხვა რომელიმე  პარტიას  აქვს ისეთი ავტორიტეტი, რომ ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი მოიპოვოს“ – აღნიშნული განცხადება დეპუტატმა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და კოალიციური მთავრობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

დეპუტატი  მიიჩნევს, რომ  რამდენიმე პარტიის  გაერთიანება საჭიროა: „ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტის მიღება არც ერთ პარტიას შუძლია,  ეს ბოლო არჩევნებმაც დაგვანახა. დახ, არც „მმართველ გუნდს აქვს ის ავტორიტეტი, რომ 50%-ზე ჰქონდეს ამბიცია. ამომრჩევლების 50% საერთოდ არ მოდის არჩევნებზე. არც ერთ პარტიას შეუძლია იმ უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში, რომ მთავრობა თავად ჩამოაყალიბოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კოალიციური მთავრობები უნდა შეიქმნას. ანუ რამდენიმე პარტია გაერთიანდება და შესაბამისად, შექმნის მთავრობას,” – განაცხადა მირიან წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარში”.

შეგახსენებთ, რომ კოალიციური მთავრობის შექმნაზე გუშინ, ბიძინა ივანიშვილმაც ისაუბრა, თუმცა, არც ის გამორიცხა, რომ „ქართული ოცნება“ უმრავლესობითაც მოვიდეს ხელისუფლებაში.

მსგავსი თემები