“ჩართული ვარ პარტიულ საქმიანობაში და ასე ვაპირებ მუშაობის გაგრძელებას არჩევნების ბოლომდე”- ირაკლი კობახიძე

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მისი დანიშვნის საკითხი არ განიხილება.

„როგორც ხედავთ, მთლიანად ვარ ჩართული პარტიულ საქმიანობაში და ასე ვაპირებ მუშაობის გაგრძელებას არჩევნების ბოლომდე. შესაბამისად სხვა საკითხი, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში რამე პოზიციის დაკავებაზე, არ განიხილება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, პარტია წინასაარჩევნო რეჟიმზე გადადის, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება პარტიული კონფერენციები, ასევე ყრილობა. კობახიძე საკადრო ცვლილებებსაც აანონსებს და აცხადებს, რომ პარტია, საპარლამენტო არჩევნებს, ახალი საკადრო შემადგენლობით შეხვდება.

“ჩვენ პრაქტიკულად უკვე გადავდივართ წინასაარჩევნო სამზადისზე, გააქტიურდება პარტიული მუშაობა, იქნება სხვადასხვა ტიპის ცვლილებები, მათ შორის საკადრო, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება პარტიული კონფერენციები. არჩევნებამდე ჩატარდება ასევე პარტიის ყრილობა, გვექნება განახლების ახალი ეტაპი, რაც საშუალებას მოგვცემს, განახლებული ენერგიით და განახლებული საკადრო შემადგენლობით შევხვდეთ საპარლამენტო არჩევნებს და აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები