მომწამლავ ტყვიას, კაკლის სატეხადაც იყენებენ, რომელიც პირში ხვდება – ტყვია ბავშვების ორგანიზმში

საქართველოში ჩატარებულმა მრავალკომპონენტიანმა და ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვების ორგანიზმში, ტყვიის შემცველობა დასავლეთ საქართველოსა და მაღალმთიან აჭარაში საკმაოდ მოჭარბებულია. აღნიშნულთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და ის სავარაუდო მიზეზებიც დაასახელა, რის გამოც, შესაძლოა, არსებული სურათი მივიღეთ.

„კვლევამ გამოავლინა, რომ აღმოსავლეთ საქართველოსთან შედარებით, ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობის მომატებით, დასავლეთ საქართველო გამორჩეულია. რა არის ამის მიზეზი და რა არის კონკრეტულად ტყვიის მომატების წყარო, ამას კვლევის შემდეგი ეტაპი დაადგენს, თუმცა, რამდენიმე ოჯახში, სადაც ტყვიის მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა, ოჯახის წევრი არის მონადირე ან მეთევზე. საფანტი, რითაც ნადირობენ, არის ტყვია. მეთევზეები ტყვიას იყენებენ როგორც სიმძიმის წყაროს. ასევე, დაფიქსირდა, რომ ტყვიის შემცველ „ჩაქუჩს“ იყენებენ კაკლის გასატეხად, ტყვიის ნაწილაკები ხვდება კაკალზე, კაკალი კი პირში და ასე ხვდება ტყვია ადამიანის ორგანიზმში“ – განაცხადა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე ინფორმაციით, მონადირეთა ნაწილი საფანტს თავად ამზადებს სახლში, რაც განსაკუთრებით საშიშია, რადგანაც, საფანტი იგივე ტყვიაა. „კვლევა გრძელდება იმ ოჯახებში, სადაც დაფიქსირებული იყო ბავშვებში ტყვიის მაღალი შემცველობა. დასავლეთ საქართველო გამოირჩეოდა აღმოსავლეთ საქართველოსთან შედარებით, აჭარა, გურია, სამეგრელო. იმ ოჯახებში სადაც ტყვიის შემცველებო მაღალი იყო, ბევრი ტყვიის წყარო აღმოჩნდა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ტყვია საძინებელში არ უნდა შეინახო და ბავშვს უნდა მოარიდო“ – განაცხადა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები