ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 2 ლარით შემცირდა – საქსტატი

2019 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 2 ლარით შემცირდა.

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ივნისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 188.1 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა მაისში ეს მაჩვენებელი 190.1 ლარი იყო.

2018 წლის ივნისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 15.1 ლარით არის გაზრდილი. კერძოდ, 2018 წლის ივნისში ეს მონაცემი 173 ლარს შეადგენდა.

საქსტატის მონაცემებით, მაისთან შედარებით, ივნისში 1.8 ლარით შემცირდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 166.6 ლარი შეადგინა, 3.4 ლარით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 315.5 ლარი გახდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 2018 წლის ივნისის მონაცემთან შედარებით, 25.3 ლარით არის გაზრდილი.

მსგავსი თემები