საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში – ასლან ბჟანიამ კანდიდატურა მოხსნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის ლიდერმა ასლან ბჟანიამ კანდიდატურა მოხსნა. ამის მიზეზად ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.  ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ ოპოზიციის ლიდერი მოწამლეს.

ოპოზიციის ლიდერმა მომხრეებს  მოუწოდა, არჩევნებში მხარი პარტია “ამცახარას” თანა-თავმდჯომარეს ალხაც კვიცინიას დაუჭირონ.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში 25  აგვისტოსაა დანიშნული.  თავდაპირველი ინფორმაციით, არჩევნები  21 ივლისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა სწორედ ბჟანიას ავადმყოფობის გამო გადაიდო.

მსგავსი თემები