“სერგეი გავრილოვს, თბილისში თავს დაესხნენ დესტურქციული ძალები” – გიორგი ლომია

“დუმის დეპუტატს, სერგეი გავრილოვს თბილისში თავს დაესხნენ დესტურქციული ძალები, რომელთა მიზანს წარმოადგენდა რუსეთსა და საქართველოს შორის ძლივს დალაგებული ურთიერთობების არევა”, – აღნიშნული განცხადება, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა , გიორგი ლომია გააკეთა, რომელმაც რუსეთის სახელმწიფო დუმაში შეხვედრები გამართა.

გიორგი ლომიას განცხადებით, დესტრუქციულ ძალებს, საქართველოსა და რუსეთ შორის ურთიერთობის დაძაბვა სურთ.

“საქართველოში დესტრუქციულმა ძალებმა კიდევ ერთხელ სცადეს ყველაფერი გაეკეთებინათ, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გასაფუჭებლად. თავდასხმა, პროვოკაცია რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის წინააღმდეგ და ტელეარხ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის თავხედური გამოხტომა, ერთი ჯაჭვის რგოლია. ეს ყველა პროვოკაცია მიმართულია რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის დაძაბვისკენ. ჩვენ ვასახელებთ ამ დესტრუქციულ ძალებს, ესენი არიან სააკაშვილის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და გიგა ბოკერია. მათთვის საქართველოსა და რუსეთის მორიგი კონფლიქტი არის საშუალება დარჩნენ პოლიტიკაში და დაუმტკიცონ საკუთარი საჭიროება თავიანთ უცხოელ სპონსორებს,“-განაცხადა გიორგი ლომიამ. 

შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა რუსეთის სახელმწიფო დუმაში შეხვედრები გამართეს.

მსგავსი თემები