27 იანვრიდან ადვოკატთა ადაპტაციის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

27 იანვრიდან პროფესიული ადაპტაციის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად და გაგრძელდება 12 თებერვლის ჩათვლით 18:00 საათამდე.

,,ადვოკატთა შესახებ” კანონის მე-10 მუხლში შესული ცვლილებების შესაბამისად პროფესიული ადაპტაციის პროგრამის გავლა წარმოადგენს ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებულო წინაპირობას, რომელიც უზრუნველყოფს პირის პრაქტიკული ცოდნითა და საადვოკატო უნარჩვევებით აღჭურვას და ხელს უწყობს პროფესიაში მის წარმატებულ ინტეგრაციას.

2020 წლიდან, ადაპტაციის პროგრამა თბილისის გარდა შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია ჩატარდეს ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში, ამიტომ რეგისტრაციის ფორმაში გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი ქალაქი.

განმცხადებელთა სიას, რომელიც შესაბამისობაშია ფორმალურ მოთხოვნებთან, ამტკიცებს აღმასრულებელ საბჭო და სიაში შეტანილ პირს ენიჭება ადაპტაციის პროგრამის მონაწილის სტატუსი.

მსგავსი თემები