“ვლაქერნობის დღესასწაული ზუგდიდში დასვენების დღედ გამოცხადდეს” – მეუფე გერასიმეს ინიციატივა

ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტი, გერასიმე გამოვიდა ინიციატივით, რომ ვლაქერნობის დღესასწაული, 15 ივლისი, ზუგდიდში დასვენების დღედ გამოცხადდეს.

„მივმართავ ჩვენს ხელისუფლებას, რომ ეს დღე გამოაცხადოს დასვენების დღედ ზუგდიდში, რათა ყველა მორწმუნეს ჰქონდეს საშუალება, რომ სიწმინდე მოილოცოს”, – აღნიშნა მეუფემ.

მისივე თქმით, დღეს ორშაბათია, სამუშაო დღე, ამიტომ მრევლის დიდმა ნაწილმა ტაძარში მოსვლა ვერ მოახერხა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს ზეიმობს. ​ვლაქერნობას ზუგდიდში 1990 წლიდან პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ყოველი წლის 15 ივლისს აღნიშნავენ. მორწმუნეები ამ დღეს ზუგდიდს საქართველოს ყველა ეპარქიიდან და უცხოეთიდანაც სტუმრობენ.

მსგავსი თემები