„პროცესში 90-ზე მეტი კობახიძეა ჩართული და ეს არ არის მიზეზი, მოლაპარაკებაზე უარი ვთქვათ“ – ლევან სამუშია

„თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი ლევან სამუშია ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტის შეფასებას, რომ ირაკლი კობახიძესთან სასაუბროდ დაჯდომა მის ველზე შესვლას ნიშნავს, არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მსგავსი მიდგომა არასერიოზულია.

საუბარია საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე, კერძოდ კი პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე. ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა საარჩევნო სისტემაზე მომუშავე ფორმატზე იმ მოტივით ამბობს უარს, რომ ჯგუფში ერთ-ერთი ლიდერი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეა.

„ეს არ მიმაჩნია მართებულად. იქ არის 90-ზე მეტი კობახიძე და აქედან გამომდინარე, როდესაც ქვეყნისთვის არის მთავარი გადაწყვეტილება მისაღები, ამ შემთხვევაში, თუნდაც 90-ზე მეტ კობახიძესთან შეიძლება ჩვენც მოგვიწიოს დაჯდომა. ეს საკითხი არის მთავარი, რომ დავალაგოთ კონსტიტუცია ისე, რომ რაიმე კითხვის ნიშნები არ იყოს და არა ის, ვინ წარმოადგენს მმართველ გუნდს“ – განაცხადა ლევან სამუშიამ „მედიცენტრ მთავარში“.  

მსგავსი თემები