“აშშ თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს” – “ბლუმბერგი”

აშშ თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აპირებს. ინფორმაციას
სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

ჟურნალისტების ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია შეზღუდვების პაკეტზე მუშაობს, რომელიც ანკარას წინააღმდეგ რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექს ეს-400-ების შეძენის გამო ამოქმედდება.

ანონიმურმა წყარომ „ბლუმბერგს“ უთხრა, რომ სანქციებს თურქეთის წინააღმდეგ უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ.

ამასთან, ჯერ უცნობია, კონკრეტულად რომელ სფეროებს შეეხება შეზღუდვები.

ცნობისთვის, აშშ-მა არაერთხელ მოუწოდა თურქეთს, უარი თქვას რუსეთისგან აღნიშნული შეიარაღების შეძენაზე, თუმცა ანკარამ ეს-400-ები მაინც შეისყიდა.

მსგავსი თემები