კილომეტრიანი საცობი – სარფის საბაჟოზე გადაადგილება შეფერხებულია

დაახლოებით, სამი საათია, რაც სარფის საბაჟო გადაკეტილია და ტრანსპორტით გადაადგილება შეფერხებულია.

მძღოლები აცხადებენ, რომ საბაჟოზე არ ატარებენ და მათთან შეფერხების მიზეზად თურქეთის მხარეს არსებულ პრობლემას ასახელებენ.

ამასთან, შსს-ს ცნობით, შეფერხება სარფის საბაჟოზე თურქეთის მხრიდან შეიქმნა, კერძოდ, ადგილი აქვს ტექნიკურ შეფერხებას.

ამ დროისთვის ბათუმი-სარფის სატრანსპორტო მონაკვეთზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებულები.

მსგავსი თემები