“აკაკი ზოიძემ ყველას თავისი სახელი დაარქვა“ – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე  პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ მან ყველას თავისი სახელი დაარქვა.

„ყველას თავისი სახელი უნდა დავარქვათ. აკაკი ზოიძემ ყველას თავისი სახელი დაარქვა და ამისათვის,  „ნაც.მოძრაობის“ სამიზნე გახდა. სიმართლე მათთვის მიუღებელია. მით უმეტეს, დასაბუთებული. ქვეყნის მტრებს, მტრები უნდა ვუწოდოთ. გზააბნეულებს – გზააბნეულები, გულწრფელებს – გულწრფელები. აკაკის სრული თანადგომა ჩემგან!“ წერს დიმიტრი ხუნდაძე.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატ აკაკი ზოიძის განცხადება მე-5 კოლონასთან დაკავშირებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტის წინ მდგომ ახალგაზრდებს დაუკავშირა და განაცხადა, რომ ზოიძემ მათ მე-5 კოლონა უწოდა. თავად დეპუტატი კი განმარტავს რომ მისი შფეასება არა ახალგაზრდებს, არამედ იმ პოლიტიკურ სუბიექტებს ეხებოდათ, რომლებიც დესტაბილიზაციისკენ არიან მომართულები.     

მსგავსი თემები