გემთმფლობელებს საქართველოს ნავსადგურში შესვლისას შეღავათები დაუწესდათ

საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვის გაზრდის ხელშეწყობისათვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით გემთმფლობელებს შეღავათები დაუწესდათ.

სააგენტოს საფასურის წესში შესული ცვლილებების თანახმად, თუ გემი ერთსა და იმავე რეისის განმავლობაში შედის საქართველოს რამდენიმე ნავსადგურში, პირველადი შესვლისას მოუწევთ სააგენტოს მიერ გაწეულ მომსახურების საფასურის სრული ოდენობით გადახდა, ხოლო მეორე და შემდგომ ნავსადგურში შესვლის შემთხვევაში საფასური 50%-ით შეუმცირდებათ.

როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, აქამდე არსებული წესის თანახმად, გემს საქართველოს თითოეულ ნავსადგურში შესვლისას ყოველ ჯერზე სრული საფასური უნდა გადაეხადა, რის გამოც, გემთმფლობელები თავს არიდებდნენ ტვირთების სხვადასხვა ნავსადგურში (ბათუმი, ფოთი, ყულევი) დაცლას, რაც ტვირთების მიმღები კომპანიების უკმაყოფილებას იწვევდა.

მსგავსი თემები