“მელიას რომ ეთქვა მაჯაზე არ მინდა და ერთ ადგილას გამიკეთეთო – გაუკეთებდნენ?” – ადვოკატი

ადვოკატ ვასილ მამულაშვილის განცხადებით, ნიკანორ მელიასთვის სპეციალური სამაჯურის დამაგრება ფეხზე უნდა მომხდარიყო და არა, ხელზე. როგორც ადვოკატი აცხადებს, ქვედა კიდურზე მხოლოდ იმ შეთხვევაში შეიძლებოდა უარის თქმა, თუ ადამიანს ფეხი არ აქვს.

,,თუ, ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე, შეუძლებელია სამაჯურის (გადამცემის) დამაგრება მსჯავრდებულის ქვედა კიდურზე, სამაჯური (გადამცემი) მაგრდება მსჯავრდებულის მაჯაზე,” – ეს წესი არეგულირებს მსჯავრდებულის მიმართ სამაჯურის გამოყენების წესს. თუმცა, ბრალდებულის მიმართ ეს წესი არ მოქმედებს. ანუ მელიას, რომ ეთქვა მაჯაზე არ მინდა და ერთ ადგილას გამიკეთეთო – გაუკეთებდნენ ერთ ადგილას? მეორე: კარგით, თუ ესე ეხება ბრალდებულსაც, აღნიშნული წესი ითვალისწინებს, რომ ქვედა კიდურზე უნდა მოხდეს დამონტაჟება და თუ შეუძლებელია ამ შემთხვევაში მაჯაზე.
და რატომ იყო ობიექტურად შეუძლებელი ქვედა კიდურზე? ფეხი არ აქვს მელიას? თუ ჩანაწერს ვნახავთ უბრალოდ სურვილი გამოხატა, რომ მოდი ხელზე გავიკეთებო. ესეც იმიტომ რომ რაც შეიძლება ხშირად მოხდეს დემონსტრირება, რომ მას (დეპუტატს ) მაჯაზე ეს ნივთი აქვს დამონტაჟებული. (კიდურის შემთხვევაში ცოტა გაჭირდებოდა ტელევიზიებთან სამაჯურის დემონსტრირება.

თავს რატომ იმაიმუნებენ სახელმწიფო უწყებები ვერ ვხვდები! სპეციალური პენიტენციური სამსახური და პრობაციის ეროვნული სააგენტოც. ერთის მხრივ რომელი წესებით იხელმძღვანელეს სრულიად გაურკვეველია. ცხადია არც იმ წესით რაც მე აღვნიშნე – ვინაიდან ამ შემთხვევაშიც გამოდის რომ დარღვევებია!” – აცხადებს ვასილ მამულაშვილი.

მსგავსი თემები