“ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას დამიძახებენ – სისხლისმსმელს თუ თვალებისმთხრელს” – გიორგი გახარია

შს მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რას დაუძახებენ და როგორ შეაფასებენ მას, სისხლისმსმელს თუ თვალებისმთხრელს.

“ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას დამიძახებენ, როგორ შემაფასებენ – სისხლისმსმელი, თვალებისმთხრელი და ა.შ. მე ვბრაზობ მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, როდესაც არ მაძლევენ საშუალებას, ავხსნა, რომ თქვენგან განსხვავებით, არ მაქვს უფლება, დავუშვა კომპრომისი, მე არ მაქვს უფლება, არჩევანი გავიაზრო კიდეც, როდესაც ხდება შტურმი და ფიზიკური შეტევა სახელმწიფო ინსტიტუტზე, ერთი წამით მაინც დავუშვა სისუსტე ან აზრად გავივლო, რომ პოლიტიკოსის ან პოლიტიკური რეპუტაციის გადარჩენის მიზნით, ასევე იმისთვის, რომ არ დამიძახონ ის, რასაც მეძახიან, კომპრომისების ძებნა დავიწყო. არ დავიწყებ და არ გავაკეთებ ამას“, – განაცხადა მინისტრმა.

გახარიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გადაცდომები იყო, ეს მათი ვალდებულებაა.

მსგავსი თემები