აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

  •  

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რუსეთის მხარის რეაქციას ეხმაურება.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ისინი მიესალმებიან რუსი და ქართველი ლიდერების გაკეთებულ განცხადებებს და რუსეთს მოუწოდებენ, განაახლოს ავიამიმოსვლა საქართველომდე და პირიქით.

“ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებით აკვირდებოდა რუსეთის მთავრობისა და დუმის წევრების არაპროპორციულ რეაქციას საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ მივესალმებით რუსი და ქართველი ლიდერების გაკეთებულ განცხადებებს და გადაწყვეტილებებს ორმხრივი ურთიერთობების დასტაბილურების მიზნით და მოვუწოდებთ რუსეთს განაახლოს ავიამიმოსვლა საქართველომდე და უკან” – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფომ დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საქართველოში ჩასული უცხოელი ტურისტები მთელი მსოფლიოდან, თავს უსაფრთხოდ გრძნობენ და იქ მათ კარგად ხვდებიან. ამასთან ერთად, აშშ-ის საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს მოერიდოს ნეგატიური ზომების მიღებას, მათ შორის – სანქციების დაწესებას.

“ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოვუწოდებთ რუსეთს დაასრულოს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია” – აცხადებენ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში.

მსგავსი თემები