ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ბათუმშია,  „საქართველოს ევროპული გზა“ დღეს გაიხსნა

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ბათუმში, საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ გაიხსნა. კონფერენციაში მსო​ფლიოს ქვეყნებიდან მაღალი დონის დელეგაციის წევრები მონაწილეობენ. მათ შორის, ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი.

დელეგაციის წევრები არიან:  ესტონეთის პრემიერ-მინისტრი;  პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები;  ბულგარეთის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი; უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრი;  სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი;  სერბეთის ევროინტეგრაციის მინისტრი; სლოვაკეთის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრი;  უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი; ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი; გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი;  მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სახელმწიფო მდივანი;  ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;  ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი; გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერი; რუმინეთის დეპუტატთა პალატის ვიცე-პრეზიდენტი; ე, შვედეთის სამეფოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და კიდევ სხვა სტუმრები.

საქართველოს მხრიდან, კონფერენციაზე მონაწილეობენ როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საკანონმდებლო ორგანოს უმაღლესი თანამდებობის პირები.

კონფერენცია 12 ივლისს დასრულდება.

მსგავსი თემები