სერგეი გავრილოვი, საქართველოს, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში დახმარებას სთავაზობს

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, საზოგადოებრივი და რელიგიური გაერთიანებების კომიტეტის თავმჯდომარე სერგეი გავრილოვი, საქართველოს, სიტუაციის დასტაბილურებისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში  დახმარებას სთავაზობს. 

„სამწუხაროა, რომ საქართველო არ შედის ომბუდსმენების ევრაზიულ ალიანსში, რადგან შიდა პოლიტიკური მდგომარეობისა და საქართველოს იმიჯისთვის, ამ ქვეყნის განვითარების დემოკრატიული მოდელის ჩამოყალიბებისთვის კარგი იქნებოდა გადაეღო ადამიანის უფლებათა სფეროში საქმიანობის ჩვენი გამოცდილება“, – განაცხადა გავრილოვმა კომიტეტის სხდომაზე.

მსგავსი თემები