“სპეკულაციაა მთავრობას პრორუსულობა დააბრალო” – ინფრასტრუქტურის მინისტრი

ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი, განცხადებებს, რომ საქართველოს მთავრობა პრორუსულია, სპეკულაციას უწოდებს.

მისი თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირს დაუახლოვდეს და ქვეყანაში, დასავლური ღირებულებები დაამკვიდროს.

„ჩვენი გზავნილები არის ქმედებებში გამოხატული, ყველა ნაბიჯში, რომელსაც ვდგამთ, არის იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროკავშირს, დავამკვიდროთ დასავლური ღირებულებები და სტანდარტები. სპეკულაციაა მთავრობას პრორუსულობა დააბრალო მაშინ, როცა პირველივე დღიდან ყველაფერს ვაკეთებთ დიდ ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად. ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, ვიზალიბერალიზაცია, საკონსტიტუციო ცვლილებები, საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლა, ნულოვანი ბარიერი – ეს ყველაფერი ნიშნავს ევროპული ფასეულობების გაზიარებას. ამას ხედავენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები და სწორედ იმ შედეგების, წარმატებების შეჯამებას შევეცდებით, რასაც აღმოსავლეთ პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებიდან 10 წლის თავზე მივაღწიეთ,” – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

მსგავსი თემები