“მზად ვართ, საქართველოსთან ურთიერთობებში ჰარმონია აღვადგინოთ” – რუსი დეპუტატი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს  სხდომაზე საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, კონსტანტინ კოსაჩოვმა განაცხადა, რომო რუსეთი, მზად ყოფნას გამოთქვამს, ქართველ ხალხთან ურთიერთობის აღდგენის.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველამ უნდა მოვიხმოთ ჯანსაღი ძალები ქართულ საზოგადოებაში იმ სირთულეების მიუხედავად, რაც ჩვენ ურთიერთობებში ხდება, გადავლახოთ ის უბედურება, რომელიც შეემთხვა ქართველ ერს – საკმაოდ აგრესიული და ძალიან ზედაპირული ნაციონალიზმის უბედურება. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, ჩვენს ურთიერთობებში ჰარმონია აღვადგინოთ, თუმცა იმ პირობით, თუ ეს საქართველოსა და მის ხალხს სურს“, – განაცხადა კოსაჩოვმა.

მსგავსი თემები