„რუსეთში მცხოვრები ქართველები ტირიან, უმძიმესი დამოკიდებულებაა მათ მიმართ“ – გიგლა ბარამიძე

  •  

„არაერთი, ჩვენი თანამოქალაქე მიკავშირდება რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან – როსტოვიდან, სანქტ-პეტერბურგიდან, მოსკოვიდან და პირდაპირ ტირიან, რას გვერჩით, რატომ გვღუპავთო, უმძიმესი დამოკიდებულებაა მათ მიმართ ,“ – აღნიშნული განცხადება, „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა გიგლა ბარამიძე, “მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

როგორც ბარამიძე აღნიშნავს, რუსეთის მიმართ არასწორი პოლიტიკით და ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით, იქ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უკეთესი ყოფისთვის არიან წასულები, უმძიმეს მდგომარეობაში ჩავაყენეთ.

„უნდა გავითვლისწინოთ, რომ იქ, დაახლოებით, 800 ათასამდე საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს უკეთესი ყოფისთვის. გუშინ, არაერთი თანამოქალაქე დამიკავშირდა როსტოვიდან, სანქტ-პეტერბურგიდან, მოსკოვიდან და პირდაპირ ცრემლმომდგარი, ტიროდნენ რას გვერჩით, რატომ გვღუპავთო. ბაზრებში, მაღაზიებში, სამსახურებში, სამეზობლოში, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში უმძიმესი დამოკიდებულებაა მათ მიმართ. იმედს ვიტოვებ, რუსეთის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს არ გადაიზარდოს ცემა-ტყეპაში, გამოყრაში და სხვა,” – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

მისივე შეფასებით, სამშობლოს სიყვარული ბიზნესად არ უნდა იყოს ქცეული.

„ურა პარტიოტიზმსა და ეროვნულ პოზიციას შორის, ისტერიასა და ფობიებს შორის, ზღვარი უნდა გავავლოთ და ერთი მეორეში არ უნდა აგვერიოს. ყოველი ჩვენი ნაბიჯი, განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიებისა, ამ თვალსაზრისით უნდა იყოს გათვლილი და გაანალიზებული. მიკვირს, იმ პოლიტიკური ძალის, რომელმაც 2004 წლიდან 2012 წლამდე, თუ კი რამე იყო საქართველოში, ენგურჰესიდან დაწყებული, ყველაფერი რუსეთს ჩააბარა და დღეს სხვა ლოზუნგებით გამოდიან. 10 სოფელი ჩააბარეს, კოდორის ხეობაც მიაყოლეს და ახლა, რატომღაც, ყველაზე მეტად გაჰყვირიან „არა ოკუპაციას“. ეს გასაკვირი კი არა, ამაზრზენია“ – განაცხადა გიგლა ბარამიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები