“დღეს მე რუსეთში ივანიშვილზე მეტი ავტორიტეტი მაქვს” – მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)

“ამდენი ხანი ივანიშვილი იძახდა, რომ რუსეთთან ურთიერთობები დაალაგა. ასეთი რა დაალაგა, რომ გაბუნიას ერთმა უგემოვნო და გაუაზრებელმა გამოხტომამ შეიძლება, თქვენი აზრით, გამოიწვიოს ის, რომ რუსეთმა დაგვბომბოს?!”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი გიორგი გაბუნიას მონოლოგს.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რუსი ტურისტები შემოჰყავდათ და რუსებიც ქართველებს მეტ პატივს სცემდნენ.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ის, ივანიშვილთან შედარებით, რუსეთში უფრო მეტი ავტორიტეტით სარგებლობს.

“ჩემ დროს, მიუხედავად ყველა უბედურებისა, რუსი ტურისტები ჩამოგვყავდა და, მინიმუმ, რუსები ხალხის დონეზე გვექცეოდნენ, რადგან აღფრთოვანებულები იყვნენ საქართველოს რეფორმებით. და დღეს მე რუსეთში ვარ ბევრად მეტი ავტორიტეტი ხალხს შორის, ვიდრე ივანიშვილი ან მისი ბანდის რომელიმე წევრი. ახლა ბოლომდე აიწეწა ურთიერთობები, ფრენები შეჩერდა, ყველაფერი აირია და თურმე შეიძლება გაბუნიას გამო დაგვბომბონ?”, – ამბობს სააკაშილი ვიდეომიმართვაში.

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/videos/401002590526491/

მსგავსი თემები