რუსი დეპუტატები გიორგი გაბუნიას რუსეთში ექსტრადირებას ითხოვენ

რუსეთის სახელმწიფო დუმის ქვედა პალატის თავმჯდომარი,ს ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას რუსეთში ექსტრადაცია უნდა მოხდეს და ის რუსეთის სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს. ვოლოდინის ამ განცხადებას “ინტერფაქსი” ავრცელებს.

„ამაზე იყო საუბარი დუმის საბჭოს სხდომაზე და ყველანი შეთანხმდნენ, რომ საქართველოს წარმომადგენელს, რომელიც თავხედურად მოიქცა და შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს მეთაურს, უნდა დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, უნდა მოხდეს მისი ექსტრადირება რუსეთის ტერიტორიაზე, რომ შემდეგ ჩვენმა სასამართლომ გასაზღვროს პასუხისმგებლობის ზომა. შემდეგ უკვე უნდა გადაწყდეს, თუ სად მოიხდის სასჯელს – რუსეთის თუ საქართველოს ტერიტორიაზე“, – განაცხადა ვოლოდინმა.

ცნობისთვის, „რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ 7 ივლისს „პოსტსკრიპტუმის“ დაწყებისას გადაცემაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადებები გააკეთა. მოგვიანებით, ამ საკითხზე ტელეკომპანიამ განცხადება გაავრცელა.

მსგავსი თემები