“გაბუნიას განცხადებები ემთხვეოდა „რუსთავი 2“-სა და “ნაციონალური მოძრაობის” ნარატივს” – გურამ მაჭარაშვილი

„ჩვენ ვალდებულნი ვართ, გადავდგათ ადეკვატური ნაბიჯები, რათა სიტყვის თავისუფლების სახელით, საფრთხე არ შეექმნას ქვეყნის უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ განვითარებას“     – აღნიშნული განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თამჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა,  „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მონოლოგის შეფასებისას გააკეთა. 

გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ღიად პროვოკაციული ქმედებები, ემსახურება კრიზისის შექმნას ქვეყანაში, ნებისმიერ, მათ შორის საქართველოში რუსეთის გავლენების გაზრდის ფასად, რათა “ნაციონალური მოძრაობა” დაბრუნდეს ხელისუფლებაში.

 “გიორგი გაბუნიას განცხადება იყო პროვოკაციული ხასიათის, თუმცა საზოგადოების გუშინდელი რეაქცია არ ყოფილა მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული პირის ბრალეულობის წინააღმდეგ გამოთქმული პროტესტი, რეალურად, რის მიღწევასაც ცდილობდა „რუსთავი 2“ და ნაციონალური მოძრაობა. გაბუნიას განცხადებები სრულად ემთხვეოდა „რუსთავი 2“-სა და “ნაციონალური მოძრაობის” ნარატივს, რომელთა მიზანია, გამოიწვიონ რუსეთის  კიდევ უფრო მძაფრი რეაქცია, ცნობილი მოვლენების შემდეგ, “ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები