სასულიერო პირები პარლამენტისკენ მიემართებიან

სასულიერო პირები პარლამენტის შენობასთან მსვლელობით მიდიან, სადაც პარაკლისის გადახდას აპირებენ. მათი თქმით, ბოლო პერიოდში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია „ბინძურ ადგილად იქცა“.

როგორც დეკანოზმა დავით ისაკაძემ განაცხადა, პატრულის თანამშრომლებს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება მოსთხოვეს.

„ვთხოვეთ პატრულის თანამშრომლებს ტერიტორიის დასუფთავება, თუმცა განგვიცხადეს, რომ მათ ეს არ ეხებათ. ჩვენ მოქალაქეებთან ერთად პარლამენტის შენობასთან მივალთ“,- განაცხადა დეკანოზმა.

დეკანოზ ნიკოლოზ ჩხიკვაძის თქმით, „ნაც ბანდიტების“ ქმედებებით, ამერიკისა და ევროპის საელჩოს უშუალო ხელშეწყობითა და მითითებებით ქალაქი, ქვეყანა პარალიზებულია“.

„პარლამენტის წინ სავედრებელი პარაკლისის გადახდას ვაპირებთ, რომ ღვთისმშობლის ლოცვა კურთხევით ამ ქვეყანაში ეს მარაზმი აილაგმოს. „ნაც ბანდიტების“ ქმედებებით, ამერიკისა და ევროპის საელჩოს უშუალო ხელშეწყობით და მითითებებით ქალაქი და ქვეყანა პარალიზებულია“,- აცხადებს დეკანოზი ნიკოლოზ ჩხიკვაძე.

მსგავსი თემები