“ეს ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება, ან რევანშია გადატრიალებაზე? ” – პრეზიდენტი ტელეწამყვანზე

“საქართველოსთვის რაც უკადრებელია, ის იკადრა! სახელმწიფოს ინტერესების დაზიანება ამას ჰქვია! ” – ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის, გადაცემა “პოსკრიპტუმის” წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიმართვა, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართ.

როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს, ტელეწამყვანის მიმართვა, ომის პროვოცირებას ემსახურება.

“პრეზიდენტი გმობს ერთ-ერთი ტელეკომპანიის წამყვანის მიერ მეზობელი ქვეყნის მეთაურის პროვოკაციული და შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოხსენიებას. პატრიოტიზმი სხვა რამ არის და ქვეყნის ინტერესების დაცვა აგრესიით, დესტაბილიზაციით და არეულობით არ ხდება. ჩვენი გზა მშვიდობიანი გზა არის, ჩვენი პერსპექტივა ევროპა, ჩვენი ძალა კი სტაბილურობა. ქვეყნის დაშლა ორ ბანაკად, გარე დაპირისპირების წაქეზება და რეგიონში დაძაბულობის გაღვივება ჩვენი მხრიდან დაუშვებელია! ეს ან ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება, ან რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე? ყოველშემთხვევაში ეს არის ქმედება ქვეყნის წინააღმდეგ! 
საქართველოსთვის რაც უკადრებელია, ის იკადრა! სახელმწიფოს ინტერესების დაზიანება ამას ჰქვია! ” – წერს სალომე ზურაბიშვილი.

https://mcm.ge/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%96%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9d%e1%83%99%e1%83%90%e1%83%aa/

მსგავსი თემები