“ჭინკების აღლუმი” – დეკანოზი მოსახლეობას შეკრებისკენ მოუწოდებს

დეკანოზი დავით ისაკაძე, სასულიერო და საერო პირებს მიმართავს და მოუწოდებს, ხვალ დილიდან “ღირსების მარშის“ საწინააღმდეგოდ, მთავარი ლოკაციები დაიკავონ. 

“დღეს გავრცელდა ინფორმაცია ჭინკების აღლუმის გამართვასთან დაკავშირებით. ეს არის მორიგი დიდი პროვოკაცია ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოებრიობის, ზნეობისა და სარწმუნოების საწინააღმდეგოდ. ამ მოვლენებს დიდი ხმის განმავლობაში ვაკვირდებოდით, გამოვხატავდით ჩვენს პროტესტს.დილით ადრიანად, დაახლოებით 06:00 საათიდან ყველა ცენტრალური მაგისტრალი, მისი ძირითადი ლოკაციები დავიკავოთ – მშვიდობიანად, ყოველგვარი ძალადობისა და ძალმომრეობის გარეშე. დავიკავოთ, რათა ჩვენი ღირსება დავიცვათ. მავანნი ამ მარშს “ღირსების მარშს“ არქმევენ. ჩვენ, საქართველოს მოსახლეობის 97%-მა ვიცით, რომ ეს არის გარყვნილებისა და უზნეობის მარში” – აცხადებს დეკანოზი. 

როგორც დეკანოზმა დავით ისაკაძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ამ პროვოკაციას დიპლომატიურმა საზოგადოებამ ხელი არ უნდა შეუწყოს: “ეს არის პროვოკაცია. ჩვენ ყოველთვის ამგვარი პროვოკაციის წინააღმდეგ გამოვალთ. ასევე, მინდა მივმართო ქალბატონს აშშ-ს საელჩოდან – ნუ შეუწყობენ ასეთი მავნე პროცესების განვითარებას ხელს. ჩვენ ზნეობა გაგვაჩნია და ღმერთი ისე არ დაგვიკარგავს და დაგვივიწყებია, როგორც ეს ეს აშშ-სა და ევროპაში ხდება. არ მინდა, პროვოკაცია ​მოხდეს. დროზე დაამთავრონ ეს სატანური შაბაში ამ საცოდავმა ხალხმა.”

მსგავსი თემები