ლევან ვასაძე მხარდამჭერებს, კომბლების გარეშე, “ვერის პარკში” ელოდება 

„თბილისი პრაიდის“ „ღირსების მარში“ ვერ შედგება – აცხადებს ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მხარდამჭერებს, 8 ივლისს, 10:00 საათზე ვერის ბაღში ელოდება. როგორც ვასაძე ვიდეომიმართვაში აცხადებს, სწორედ “ვერის პარკში” დაელოდებიან “ღირსების მარშს”.

„ჩვენი იქ არ მივდივართ არაფრისთვის, გარდა წესრიგის დამყარებისა. იქ მოვა უამრავი ხალხი და თუ იქ იქნება, ღმერთმა დაგვიფაროს ცემა-ტყეპა და სისხლის ღვრა… ჩვენი ამოცანა არის, რომ თუ იქ იქნება პოლიციის კორდონი, მისი გარღვევა და უსირცხვილობისა და გარყვნილების პროპაგანდისტების იქიდან გათრევა. ვისაც არ დაგეზარებათ, არ დაგავიწყდებათ, გთხოვთ, იქონიოთ ხელზე შებმული თეთრი ცხვირსახოცები და ასევე ხელზე შებმული ქამრები, რათა ამოვიცნოთ ერთმანეთი და იქიდან შევძლოთ ამ ქამრების მეშვეობით ჩვენი ქვეყნის შეურაცხყმყოფლების გათრევა“, – აცხადებს ვასაძე. 

მსგავსი თემები