“საქართველოში პოლიტიკოსების ნაწილს არ მიაჩნია აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად” – ლეონიდ სლუცკი

„ძალიან ბევრი მეგობარი მყავს საქართველოში და მინდა, გითხრათ, რომ ყველას, მათ შორის პოლიტიკოსებსაც, არ მიაჩნიათ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად,“ – ეს განცხადება რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ სლუცკიმ გააკეთა.

სლუცკის თქმით, რუსი დეპუტატი საქართველოში ქართული მხარის მიწვევით იმყოფებოდა და ვიზიტის ყველა დეტალი, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოში მისვლა, ქართულ მხარესთან წინასწარ დიდი ხნით ადრე იყო შეთანხმებული.

„საქართველო ვალდებული იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ყველა დელეგატის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოეხდინა, ეს არ გაკეთდა. ბატონი გავრილოვი მიიწვია საქართველოს პარლამენტმა, რომ სხდომა ჩაეტარებინა დიდ დარბაზში, ის დაპატიჟა საქართველოს პარლამენტმა, სწორედ ქართული მხარე იყო ინიციატორი პლენარული სესიის პარლამენტის დიდ დარბაზში ჩატარების. ეს რომ ყოფილიყო რომელიმე კინოთეატრში, ის მაინც თავმჯდომარის სკამს დაიკავებდა. რაც მოხდა იყო პროვოკაცია, რომ გამოეწვიათ სკანდალი და პროტესტი, ეს მიუღებელი და შეურაცხმყოფელია,“ – განაცხადა სლუცკიმ.

მსგავსი თემები