“უნდა შევინარჩუნოთ სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან” – ლევან დავითაშვილი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან უნდა შენარჩუნდეს, მათ შორის აგროსასურსათო და ტურიზმის სფეროში.

დავითაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ სავაჭრო ურთიერთობებში წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესი შენარჩუნდება. ამასთან, რუსეთისგან ადეკვატურ პასუხსაც მიიღებენ.

„ჩვენ არ გვაქვს ემბარგო, არის გამკაცრებული კონტროლი ქართული ღვინის მიმართ. სიტუაცია უნდა ნორმალიზდეს, პროგრესი შენარჩუნებული იქნება. იმედი გვაქვს, რუსეთის მხრიდანაც მივიღებთ შესაბამის პასუხებს და ადეკვატურად იქნება მათი მხრიდანაც აღქმული პროცესი“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობები პრაგმატულ კავშირზე იქნება დაფუძნებული, ექსპერტული და ემოციებისგან დაცლილი, რომელშიც საექსპერტო პოტენციალის მქონე უწყებები იქნებიან ჩართული.

მსგავსი თემები