ქართველმა ემიგრანტებმა 26 მაისი საბერძნეთში იზეიმეს 


​საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილე, ქართველმა ემიგრანტებმა საბერძნეთში აღნიშნეს.  ქართველი ემიგრანტების საზეიმო განწყობა უცხოელებმაც გაიზიარეს და მათ 26 მაისი მიულოცეს.  

​ვარ ამაყი რომ ვარ ქართველი!!!
თესალონიკი – 26.05.2018. საქართველოს.დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში თავგანწირულებო, გულანთებულო პატრიოტებო, საქართველოს გმირებო,უკვდავი იყოს თქვენი სახელი და სწორედ თქვენი სახელის უკვდავსაყოფად გამოვედით დღეს, მართალია არ ვართ ბევრნი მარა, ეს ემიგრაციაა, ნიშნად იმისა, რომ ქართველს მანძილი ვერასდროს შეცვლის და ყველგან საქართველო დააქვს გულით. მეტიც, თქვენ ხედავთ უცხოელებს, ჩვენი ერთობით და დროშის ფერებით მათაც შეუტოკდათ გული და თვითონაც შემოგვიერთდნენ და ჯორჯიას ხმამაღლა გაიძახოდნენ! ამ სურათს კი მართლა არ ველოდით,თუ რა ამაღელვებლად იმოქმედებდა მათზე და ასეთი განცდები დაეუფლებოდათ, რასაც იმ წუთში ხედავდნენ ჩვენში! გაუმარჯოს საქართველოს…”, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ქართველი ემიგრანტი ლია წიქარიშვილი.

მსგავსი თემები