26 მაისის დღესასწაულზე საქართველოს 7 ქვეყნის პრეზიდენტი ესტუმრა


საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად თბილისს დღეს, 7 ქვეყნის – პოლონეთის, სლოვაკეთის, ფინეთის, სომხეთის, ლიტვის, ლატვიისა და ევროკომისიის პრეზიდენტები და 20-მდე ქვეყნის დელეგაცია ეწვია. სტუმრები 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრებიან.  
 
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, თბილისში ამ დონის დელეგაციის ჩამოსვლასა უპრეცენდენტო შემთხვევას უწოდებენ და აცხადებენ, რომ ასეთი მაღალი რანგის სტუმრები საქართველოში, ერთდროულად არასოდეს ჩამოსულან.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად მიიღებს. პრეზიდენტი დღეს ორმხრივ შეხვედრებს გამართავს პოლონეთის, სლოვაკეთის, ფინეთის პრეზიდენტებთან და რუმინეთის ვიცე-პრემიერთან.

საქართველოს, პოლონეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად  გახსნიან “კრინიცის ეკონომიკურ ფორუმს თბილისში”, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და პატრონაჟით იმართება.



მსგავსი თემები