კახეთში, 6500 ჰექტარზე დათესილი ხორბლის მოსავლი აიღეს

კახეთის რეგიონში, თავთავიანი კულტურის მოსავლის აღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მოსავლის აღების სამუშაოები რეგიონში ივნისის თვის შუა რიცხვებიდან დაიწყო და შეუფერხებლად გრძელდება. 

კახეთში, დღეისათვის, 103 ერთეული კომბაინია მობილიზებული; აქედან დედოფლისწყაროს სერვისცენტრში 45, ხოლო გურჯაანის სერვისცენტრში 58 ერთეული, რომლებიც სრული დატვირთვით მუშაობს, რათა მოსავლის აღება აგროვადების დაცვით მოხდეს.

ამ ეტაპზე, კახეთის რეგიონში „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიას“ უკვე აღებული აქვს 6500 ჰექტარზე დათესილი თავთავიანი კულტურის მოსავალი; აქედან, 2300 ჰექტარზე  ქერი და 4200 ჰექტარზე  ხორბალი.

მსგავსი თემები