თბილისში ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე ჯარიმა გაიზარდა

მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობაზე ჯარიმა 5-ის ნაცვლად, 20 ლარი იქნება. ცვლილება 4 ივლისიდან ამოქმედდა.

ცვლილების თანახმად, მგზავრი ვალდებულია, ბილეთი მგზავრობის დაწყებისთანავე აიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონტროლიორმა მგზავრი ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება დააჯარიმოს. ამასთან, ჯარიმის 30 დღის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში, პირს ეკისრება საურავი, რომლის რაოდენობა 50-დან 40 ლარამდე შემცირდა.

აღნიშნული სიახლის შესახებ ავტობუსებში უკვე გაკრულია საინფორმაციო სტიკერები. ამასთან, ცვლილების დეტალებს მგზავრებს კონდუქტორებიც უხსნიან.

მსგავსი თემები