„მშიერი და დაშინებული მოსახლეობა – ეს იყო სააკაშვილის რეჟიმი“ – გიორგი ლომია

ყველაზე დიდი ზეწოლა ხდებოდა სააკაშვილის რეჟიმის დროს, როცა შსს მინისტრი იყო ბარამიძე“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა, გიორგი ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“. როგორც ლომიამ აღნიშნა, დაშინება და შიმშილი სწორედ, რომ სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების ხელწერაა.

„ყველაზე დიდი ზეწოლა, რაც ხორციელდებოდა მომიტინგეებზე, ეს იყო სააკაშვილის დროს. გავიხსენოთ თუნდაც სვანეთში მომხდარი ამბავი. დღემდე აფრასიძეებზე თავდასხმას იხსენებენ და გვეუბნებიან, რომ რაღაცა გადავაჭარბეთ. ერთია, როცა შენ ატარებ სპეცოპერაციას და მეორეა, როცა რაკეტებს უშენ სახლს და ამოწყვეტ მთლიანად ოჯახს. როცა ის ამბობს, რომ მხოლოდ 3 ადამიანია დაშავებული, ტყუილია. მანდ ბევრი დაიღუპა. არავინ არ ამბობს, რომ წესრიგი არ უნდა დაემყარებინათ, მაგრამ ყოველთვის არსებობს ფორმა და გზა, რომელიც, რატომღაც, სააკაშვილის პერიოდში ყოველთვის მიდიოდა დაშინებამდე. ამოცანა ყოველთვის იყო დაშინება, ფაქტობრივად, ტერორი. დაშინებულ მოსახლეობას ყოველთვის უჭირს წინააღმდეგობის გაწევა. მშიერი და დაშინებული – ეს არის სააკაშვილისა და მისი რეჟიმის ამოცანა“, – განცხადა გიორგი ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში”.

პარლამენტარის განცხადებით, ის, რასაც ბარამიძე ამბობს, სიცრუეა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა იმეორებს ძველის დასავიწყებლად.

მსგავსი თემები