„თუ პროკურატურა ვერ შეძლებს და პოლიტიკურ გველეშაპებს თავებს არ მოაჭრის, „ასეთი“ ღამეები კიდევ განმეორდება“ – გიორგი ლომია

დეპუტატი გიორგი ლომია 20-21 ივნისის მოვლენების ყველა დამნაშავე პირის პასუხისმგებლობასა და დასჯას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი შეფასებით, მსგავსი ღამეები უკუქცევად ხასიათს მიიღებს.  ამის შესახებ, დეპუტატმა  „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

„თუ პროკურატურა და ეს ხელისუფლება ვერ შეძლებს და იმ თავებს არ მოაჭრის ამ პოლიტიკურ გველეშაპს, ბუნებრივია ასეთი ღამეები განმეორდება საქართველოში. ჩვენ პირველები ვითხოვდით ყველა იმ პირის დაკავებას, რომელიც მონაწილეობდნენ 20 ივნისის ძალადობასა და  განვითარებულ მოვლენებში. არა მხოლოდ ისინი, ვინც ღიად მოუწოდებდა ხალხს შენობაში შესვლისკენ, არამედ ისინიც უნდა დაისაჯონ, ვინც ღიად მსჯელობდა და გეგმავდა თუ როგორ უნდა შევარდნილიყვნენ პარლამენტში,“ – აღნიშნა გიორგი ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“.  

მსგავსი თემები