“პროპორციული სისტემა აუცილებლად უნდა გავსინჯოთ, მწარეა თუ ტკბილი” – ალექსანდრე ქანთარია

“ჩვენმა მოსახლეობამ ეს ხილი აუცილებლად უნდა გასინჯოს. ეს რომ ასე არ მოხდეს, ყველას გვექნება პრეტენზია – იმიტომ ვართ ესეთ დღეში რომ პროპორციული სისტემა არ დავუშვით,” – აღნიშნული განცხადება “მედიაცენტრ მთავარში”, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა ალექსანდრე ქანთარიამ გააკეთა.

როგორც დეპუტატი აცხადებს, შეფასება, თუ რამდენად კარგი ან ცუდი იქნება არჩევნები პროპორციული წესით, ამაზე პასუხისმგებლობა, მოქალაქეებმა და პარლამენტის წევრებმა უნდა აიღონ.

“ჩვენ ეს პროპორციული აუცილებლად უნდა გავსინჯოთ მწარეა თუ ტკბილი და ჩვენს პასუხისმგებლობაზე იქნება მოქალაქეების და პარლამენტის წევრების, რომელებიც მოხვდებიან პარლამენტში, რამდენად დამკვიდრდება პროპორციული სისტემა და ხომ არ იქნება 6-7 წელიწადში ამ სურათის შემხედვარე, მცდელობა, მოქალაქეებისგან და სურვილი, რომ ეს ასე აღარ იყოს. ეს ყველა ჩვენთაგანის პასუხისმგებლბაა,” – განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები