კითხვები გიორგი გახარიას

შს მინისტრის გიორგი გახარიას პარლამენტში მისვლა შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ამ დრომდე ვერ მოხერხდა, თუმცა, დეპუტატებს იმედი აქვთ, რომ მინისტრი პარლამენტში მივა და მათ ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხებს.

როგორც პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, მას, მინისტრთან რამდენიმე კითხვა აქვს.

„ვითხოვ მინისტრის პარლამენტში მოსვლას, რადგან სპეცოპერაციასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა მაქვს. იმ ღამესთან დაკავშირებით გარკვეული სურათი სახეზეა, თუმცა, გასარკვევია, რატომ ჩატარდა სპეც ოპერაცია ამ ფორმით, რატომ მოხდა რეზინის ტყვიების გამოყენება, საერთოდ, რატომ დადგა ტყვიების საჭიროება და რატომ გვაქვს, რისთვის გვჭირდება აღჭურვილობაში ამდაგვარი ტყვიები?“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები