„პრო-რუსის“ ძახილი, აქციები და მუსიკის მოსმენა, ვერც დეოკუპაციას მოგვიტანს და ვერც კრიზისიდან გამოგვიყვანს“ – ბექა ნაცვლიშვილი

„დღეს, პოლიტიკა არის ადამიანების მანიპულაციის ხელოვნება, განსაკუთრებით, საქართველოში. პოლიტიკურ დღის წესრიგს ვინც განსაზღვრავს, შესაბამისად ის იგებს. ეს არ ნიშნავს, იმას რომ ეს ჩვენს მოქალაქეებზე კარგად აისახება“ – აცხადებს დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ და „ნაცებისა“ და „ევრო ნაცების“ მორალურ უპირატესობაზე საუბრობს.

როგორც დეპუტატმა განაცხადა, არავის უნდა ჰქონდეს უფლება ულტიმატუმის ენით საუბრობდეს და გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებდეს.

„კარგად არის დღის წესრიგი დაყენებული „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევრო ნაცების“ მხრიდან. მათ გარკვეული თვალსაზრისით მორალური უპირატესობა მოიპოვეს თითქოს იმით, რომ ისინი გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ. თუ გვინდა, სამართლებრივ სახელმწიფოში ვიცხოვროთ და ჩამოვყალიბდეთ როგორც სახელმწიფო, ამის უფლება არავის უნდა ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ არ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და არ ვცხოვრობთ ჯანსაღ პოლიტიკურ სივრცეში. ამოვიდა ყელში „პრო დასავლური“, „პრო რუსულის“ ძახება“ – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, აქციები და მუსიკა ამ ქვეყანას კრიზისიდან ვერ გამოიყვანს: „რუსეთი რომ ოკუპანტია, გავიგეთ და ჭეშმარიტებაა, ყველა ადამიანმა იცის ეს, ხმამაღლა ვიტყვით, თუ ხმადაბლა, ამაზე ყველანი ვთანხმდებით. მაგრამ ამის ძახილი, აქციები, მუსიკების მოსმენა, ვერც დეოკუპაციას მოიტანს და ვერც კრიზისიდან გამოგვიყვანს. დააკვირდით, ადამიანები გარბიან ქვეყნიდან, სასოწარკვეთილები არიან. პოლიტიკური კლასი საერთოდ უგულვებელყოფს მათ ინტერესებსა და მოთხოვნებს“.

მსგავსი თემები