“ინიციატივის ჩავარდნის საფრთხეს ვერ ვხედავ” – გურამ მაჭარაშვილი საარჩევნო ცვლილებებზე

“ჩვენი გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზანი გახლავთ ის, რომ ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებსაც არ ყავთ მაღალი მხარდამჭრერები საზოგადებაში და ბარიერს ვერ გადალახავენ, არ დარჩნენ პარლამენტის მიღმა და არ განვითარდეს პროცესები ქუჩაში, როგორც ეს ხშირად ხდება,”- ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თამჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ პროპორციული სისტემა არ იქნეს გატანილი, მაჭარაშვილი პასუხობს, რომ ეს იყო ოპოზიციის მოთხოვნა და იმედია ოპონენტები ამ ცვლილებას მხარს დაუჭერენ:

“გვაქვს ძალიან მაღალი მოლოდინი იმისა, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები პარლამენტში მხარს დაუჭერენ ცვლილებას საარჩევნო სისტემაში, რადგან ეს მათი სურვილიც იყო და ასევე, ეს არის ქვეყნის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯი, ჩვენი პოლიტიკური გუნდის ეს გადაწყვეტილება იყო განპირობებული პირველ რიგში იმით, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ, ყველა პარლამენტში, თუ მის გარეთ არსებულმა პოლიტიკურმა ძალამ, მოახერხოს და ქუჩაში არსებული ეს პროცესები როგორღაც გადმოვიდეს მთავარ პოლიტიკურ ორგანოში.

გარდა ამისა, საზოგადოებაშიც არის ამის მოთხოვნა, ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს იმის სურვილი, რომ თავისი სიტყვა თქვას ან პარლამენტს გარეთ ან შიგნით. პრინციპი, რომ უნდა ყოფილიყო პროპორციული არჩევნები, არის ჩვენი გადაწყვეტილება, მაგრამ ნულოვანი ბარიერით რომ უნდა იყოს, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ერთ-ერთი პირობა, მაჩვენებელი, რის გამოც გადაწყვეტილება მივიღეთ, არის ის, რომ პოლიტიკუტი ძალები რაღაცნაირად პარლამენტში მოხვდნენ შესაბამისი მხარდაჭერის შემთვხევაში,” – აცხადებს მაჭარაშვილი.

მისი თქმით, იმ პოლიტიკურ ძალებს, ვისაც ბლოკების გარეშე სურთ არჩვენებში მონაწილეობის მიღება, გარკვეული რაოდენობის ხმა სჭირდებათ, რაც შეეხება ინიციატივას, გურამ მაჭარაშვილი თვლის, რომ მის გატანას საფრთხე არ ემუქრება:

“ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, ვისაც სურს მონაწილეობა ბლოკების გარეშე მიიღოს, დაახლოებით 12-15 ათასი ხმა სჭირდება ერთი ადამიანის გაყვანისთვის და შემდეგ, რა თქმა უნდა, პროპორციულად გადანაწილდება, ვინ რამდენ ხმასაც მიიღებს, იმდენი ადამიანი შევა პარლამენტში. ეს მისასალმებელია, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ აღმოჩნდა კარგი ჟესტი “ნაციონალური მოძრაობისთვის,” რადგან არ აქვს მას განცდა და სურვილი, რომ ოდესმე მოვა ხელისუფლებაში.

ინიციატივის ჩავარდნის საფრთხეს ვერ ვხედავ, რადგან ჩვენ ვიცით დამოკიდებულება პარლამენტში არსებული პოლიტიკური ძალების, რომ პროპორციული სისტემა არის მათთვის მისაღები, მეტიც მათი თხოვნა და მოთხოვნა იყო ეს. ჩვენ რა თქმა უნდა, აღარ გვყავს უმრავლესობა საკონსტიტუციო უმრავლესობით, იცით, რომ 113 დეპუტატია საჭირო, კონსტიტუციაში ცვლილების შესატანად, მაგრამ გვაქვს ძალიან მაღალი მოლოდინი იმის, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები პარლამენტში მხარს დაუჭერენ ამ ცვლილებას, რადგან ეს მათი სურვილიც იყო და მეორე, ეს არის ქვეყნის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯი.

ამ ეტაპზე უკვე დარეგისტრირებულია ინიციატივა. უმრავლესობის 93 დეპუტატი აწერს ხელს, ეს უკვე ბიუროს მეშვეობით დაეწერა საკონსტიტუციო საპროცედურო საკითხების კომიტეტს, რომელიც უახლოეს დღეებში ჩანიშნავს სხდომას, განვიხილავთ ამ საკითხს, ხელმოწერების ნამდვილობას, კომიტეტის შემდგომ კი, უკვე ველოდებით სესიას, სადაც იქნება მიღებული იმ კომისიის შემადგენლობა, რომელიც გამართავს საერთო სახალხო განხილვას ამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

ალბათ უკვე საშემოდგომო სესიაზე გვექნება განხილვა ამ ცვლილებების და გვაქვს მაღალი მოლოდინი იმისა, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებას, რის საფუძველზეც, არსებული საარჩევნო სისტემა შეიცვლება პროპორციული სისტემით, “- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები