„მელია ძაღლისებრთა ოჯახიდან“ – პროკურატურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მელიას პატიმრობა არ შეუფარდეს

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საჩივარი მის პატიმრობის მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ, ისევ 30 000-ლარიანი გირაო რჩება, პატიმრობის გარეშე.

ასევე, მოსამართლის გადაწყეტილებით, მას ელექტრონული სამაჯურის ტარება ევალება. მოსამართლე მერაბ გაბინაშვილის გადაწვეტილებას თავად ნიკანორ მელია ასე გამოეხმაურა:

„სამაჯურის ტარებასთან დაკავშირებით, დამიკავშირდებიან. ის ან ხელზე მექნება, ან ფეხზე. ამათ, მგონი, მართლა რეალური მელია ვგონივარ, ძაღლისებრთა ოჯახიდან. ახლა ყველაზე მეტად საინტერესოა “ქართული ოცნების” დეპუტაციის განმარტება. ეს ყველაფერი მაინც არ მიზღუდავს პარლამენტში სიარულს. ისეთივე უფლებამოსილებით ვარ დეპუტატი, როგორც არის დანარჩენი 149 წევრი”, – განაცხადა მელიამ.

მსგავსი თემები