“პროცესს ბევრი ხიფათი ელის, არ უნდა მივცეთ საბაბი, უკან დასაბრუნებლად” – უსუფაშვილი პროპორციულ სისტემაზე

“არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის ხელისუფლების მხრიდან გადადგმული იძულებითი ნაბიჯი და რასაც იძულებით აკეთებ, ბედნიერი იქნები თუ მისგან ტავის არიდებას შეძლებ”- ამის შესახებ „შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა “მედაცენტრ მთავართან” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არ დავუშვათ ამ პროცესის შეფერხება.

როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა აღნიშნა, ორ ყველაზე პოპულარულ პოლიტიკურ მოთამაშეთაგან, ერთი ნაძალადევად წავიდა დათმობაზე, მეორე კი აღნიშნულ რეგულაციას ეწინააღმდეგება, რის გამოც არსებობს საფრთხე, რომ შემოთავაზებული ინიციატივა ვერ გავიდეს.

“პროპორციული არჩევნების მოთხოვნა ძალიან ძველია, ჩვენი თანამდეროვე სახელმწიფოს ტოლი, ამიტომ ხელისუფლება იძულებული გახდა გაეცა ეს პოლიტიკური დანაპირები, ეს მართლაც წინ გადადგმული სერიოზული ნაბიჯია, მაგრამ ეს არ არის გარანტირებული ნაბიჯი. ვინაიდან, ამ პოლიტიკურ განაცხადს სჭირდება კონსტიტუციური შესრულება და კონსტიტუციურ შესრულებას სჭირდება ხუთთვიანი პროცესი, სამჯერ კენჭისყრა პარლამენტში, 14 ხმის მოგროვება, რაც შეუძლებალია თუ არ მოხდა მმართველი უმრავლესობის და საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მაინც, შეჯერება ამ პოზიციებზე.

გარდა ამისა, ესაა იძულებითი ნაბიჯი ოპოზიციის მხრიდან და რასაც იძულებით ვაკეთებთ, ბედნიერები ვართ ხოლმე, თუ გვექნება საშუალება, რომ აღარ გავაკეთოთ. ამიტომ ქართულ ოცნებას, რა თქმა უნდა, აქვს მოცემულობა, რომ თუ რაიმე მიზეზის გამო პროპორციული არჩევნები ვერ შედგება, ხმებს ვერ მოაგროვებს, ან შეფერხდება პარლამენტის მუშაობა ან რამე სხვა, არ იქნება ამით უკმაყოფილო, რადგან იტყვის, რომ გვინდოდა, დაგპირდით, მაგრამ თქვენ არ ამყევით, ან არ ჩაერთეთო და ა.შ.

მეორე მხრივ, პროპორციული არჩევნების გაჟღერებსთანავე, მოვისმინეთ გარედან, ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან, რომ ვინც ამას დათანხმდება ან ბიძინას ნაყიდია, ან სულელი და ა. შ. და ამის პარალელურად, წამოაყენა მოთხოვნა ვადამდელი არჩევნებისა არსებული სისტემით. ე.ი. მეორე მხრიდან, ჩვენ გვყავს ასევე პოლიტიკური მოთამაშე, რომლისთვისაც პროპორციული არჩევნები არ არის მისაღები.

ორი ყველაზე პოპულურული მოთამაშიდან, – ხელისუფლება ნაძალადევად მოდის ამაზე, ხოლო ვისაც ხელისუფლება მუდმივად ეჭიდავება, მას ეს არ უნდა. ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არ დავუშვათ პროცესის შეფერხება და შეჩერება,”- განაცხადა დავით უსუფაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ ბრიფინგზე.

მსგავსი თემები