“პროპორციული არჩევნები დაამარცხებს “ტრადიციას” – თუ ხელისუფლებას რევოლუციით არ შეცვლი, ისე ვერ მოხვალ”

“პროპორციული არჩევნებით დასრულდება ორპოლუსიანი სისტემა პარლამენტში და შეიქმნება კოალიციები არა არჩევნებამდე, არამედ არჩევნების შემდეგ”- ამის შესახებ “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლოდერი გიორგი ახვლედიანი “მედიაცენტრ მთავარში” საუბრობს.

როგორც ახვლედიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, პარტიული ბლოკებისთვის შესაძლოა, ცალკე ბარიერი დაწესდეს, რაც დემოკრეტიულ პროცესებს სულაც არ ეწინააღმდეგება:

“ზოგიერთი პოლიტიკური პატრია აცხადებს, რომ მოდი შემოვიტანოთ ასეთი ნორმა, დავუშვათ ბლოკების არსებობა, ოღონდ ამ ბლოკებისათვის ცალკე ბარიერი დავაწესოთ და ვინც ბლოკში გაერთიანდება, დაუშვათ, 3-პროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახოს, ხოლო ვინც არ გაერთიანდება ბლოკში და ინდივიდუალურად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მათ 0,67 პროცენტი ბუნებრივი ბარიერით ისარგებლონ. ეს არადემოკრატიული პროცესი ნამდვილად არ არის. ასეთი პრაქტიკა, ძალიან იშვიათად, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტებში არსებობს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პარტიისათვის დღევანდელი მოცემულობით ასეთი სისტემის შემოღება-არ შემოღებას მნიშვნელობა არა აქვს და ბლოკები იქნება თუ არა ცალკე ბარიერით, არც ეს წყვეტს ჩვენთვის რამეს, რადგან არსებობს პოლიტუკურ ძალთა ინტერესი, ჩვენ არანაირად არ ვეწინააღმდეგებით ამას და მხარს დავუჭერთ,”- აცხადებს ახვლედიანი.

მისი თქმით, არანაირი თემა არ უნდა გახდეს ულტიმატუმი იმ უმნიშვნელოვანესი საკითხის გადაწყვეტის დროს, რასაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ჰქვია:

“ეს ინიციატივა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გახდეს ულტიმატუმი, აი მაგალითად, თუ ბლოკები არ შემოვა და ბარიარი სამ-პრცენტიანი არ იქნება და მე 12 ათას ხმას ვერ მივიღებ ან “ნაციონალურ მოძრაობასთან” “ჩამოკიდების” საშუალებას თუ არ მომცემთ, არ დავჯდები მოლაპარაკებაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, – ეს არის გამორიცხული “ერთიანი საქართველოს” მხრიდან. ეს არ შეიძლება იყოს ულტიმატუმი იმ უნმიშვნელოვანეს საკითხთან მიმართებაში, როგორიცაა პროპორციულ სისტემაზე გადასლა. არ შეიძლება იყოს სხვა არანაირი ულტიმატუმი, არც ბლოკები, არც ბარიერი, არც ვიღაც კონკრეტული პიროვნებების გადადგომა, არც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების რამე სხვა ინტერესი…”- აღნიშნავს გიორგი ახვლედიანი.

მისივე განმარტებით, მომავალი პარლამენტი შეიძლება 10 პარტიითაც იყოს წარმოდგენილი, რაც საბოლოოდ დაამარცხებს ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებულ ორპოლუსიანობის “ტრადიციას”, ხმათა 50 პროცენტს კი უკვე ვერც ერთი პარტია ვეღარ აიღებს:

“ეს იმდენად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარების კონტექსტში, დემოკრატიული ინსტიტუტის, სამართლიანი არჩევნების დამკვიდრების კონტექსტში, რომ ძალიან სერიოზულ შედეგს გამოიღებს ჩვენი ამომრჩევლის დამოკიდებულებაზე არჩევნებთან მიმართებაში.

ამის განმსაზღვრელი ისაა, რომ პრაქტიკულად ნულამდე დადის შანსი, მოხდეს ორპოლუსიანი დაპირისპირება, რაც ტრადიციულად ხდება ხოლმე ჩვენს ქვეყანაში და ქმნის წინაპირობას, რომ თუ ხელისუფლებას რევოლუციურად არ შეცვლი, ისე ვერ მოხვალ. ეს დამთავრდება, მომავალ პარლამენტში ძალიან ბევრი პოლიტიკური სუბიექტი მოხვდება. ათამდე პარტია შეიძლება იყოს წარმოდგენილი მომავალ პარლამენტში, რაც ბუნებრივია, დააკლდება იმ ორპულუსიან პროცესს. ეს დამთავრდება და პირველად დაინახავთ, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში კოალიციები შეიქმნება, არა არჩევნებამდე, არამედ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

ამ სისტემის მეშვეობით ვერ ერთი პოლიტიკური პარტია ვეღარ აიღებს 50 პლუს ერთ ხმას, ჩვეულებრივ უმრავლესობასაც ვეღარ აიღებს ვერც ერთი პარტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება კოალიციის შექმნის აუცილებლობა,”- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ ბრიფინგზე.

მსგავსი თემები