„გიორგი გახარიამ მიიღი ის გადაწყვეტილება და იმოქმედეს ისე, როგორც მათ კანონმდებლობით მოეთხოვებოდათ“ –  თალაკვაძე

„არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც მიაჩნია, რომ შემდგარია, როგორც სახელმწიფო, აქვს კანონმდებლობა და თავისი საზოგადოების უსაფრთხოებას და საზოგადოებაში წესრიგს უზრუნველყოფს, არ დაუშვებდა იმას, რომ ასეთ დროს, პოლიციას და სახელმწიფოს გამოეჩინა ისეთი პოზიციები, რაც რეალურად, ამ ძალადობრივ სცენარს და დესტაბილიზაციის სცენარს ბოლომდე მიიყვანდა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „იმედის“ ეთერში, 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ლუსტრაცია სახეზეა:

„პოლიტიკოსების ნაწილმა, რომელთაც ჰქონდათ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა ოპოზიციაში, ხაზგასმით ვამბობ, არ გააკეთეს შეფასებები და არცერთი განცხადება, სადაც მათ დაგმეს ძალადობა და რეალურად, საკონსტიტუციო წესრიგზე შეტევა და ძალადობრივი სცენარი, რაც ჩვენ ყველამ ვნახეთ ამ მანიფესტაციის მეორე ნაწილში, მათ არ შეაფასეს და არ დაგმეს პირდაპირ ეს ძალადობა. ეს, ჩემი აზრით, იყო ლუსტრაცია და პირდაპირ ტესტი, თუ რა არის ამ პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგი, როგორც წარმოუდგენიათ მათ ქვეყანაში ცვლილებების მიღწევა. ამან გამოაჩინა მათი რეალური შინაარსი.“

მისივე თქმით, სახელმწიფომ შეკრება-მანიფესტაციის უფლება უზრუნველყო, თუმცა,  როდესაც საფრთხე სახელმწიფო  წესრიგსა და უსაფრთხოებას დაემუქრა, შინაგან საქმეთა მინისტრმა და სამინისტრომ მიიღეს ის გადაწყვეტილება და იმოქმედეს ისე, როგორც​ მათ კანონმდებლობით მოეთხოვებოდათ.

„სახელმწიფომ მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებში, შეკრება-მანიფესტაციის უფლება უზრუნველყო. როგორც კი ეს პროცესი გადაიზარდა ძალადობაში და რაც ყველამ ვნახეთ, იყო ის, რომ ამ აქციის, მშვიდობიანი მანიფესტაციის გამოყენება სცადა გარკვეულმა ჯგუფმა ძალადობრივი სცენარისთვის და პირდაპირ იყო, თითქმის ორსაათიანი შეტევა პარლამენტზე, და ორსაათიანი შეტევა პოლიციის კორდონზე, რომელიც თმენის რეჟიმში იყო თითქმის ორი საათის განმავლობაში. როგორც კი ეს ზომები გახდა არასაკმარისი და როგორც კი საფრთხე დაემუქრა ყველაზე მთავარს, რის დაცვაც ევალება სახელმწიფოს და ეს არის წესრიგი და უსაფრთხოება, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მიიღეს ის გადაწყვეტილება და იმოქმედეს ისე, როგორც მათ კანონმდებლობით მოეთხოვებოდათ“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი თემები