“გავიღიმოთ, პროპორციული არჩევნების ძეობაში ვართ”- დავით უსუფაშვილი

“ცოტა გავიღიმოთ, პროპორციული არჩევნების ძეობაში ვართ და არა გასვენებაში, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში”, “პროპორციული არჩევნები 2020”-ის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პატრიების წარმომადგენლებს შორის შეთანხმება იყოს, რათა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესს პრობლემა არ შეექმნას.

„მექნება ერთი ადამიანური, ერთი პოლიტიკური და ერთი იურიდიული კომენტარი. ადამიანური ის, რომ ცოტა გავიღიმოთ კიდეც. ძეობაში ვართ არჩევნების და არა გასვენებაში. პროპორციული არჩევნების ძეობაში ვართ, მიუხედავად იმისა, რაც გაიარა ამ ქვეყანამ 25 წელია, 27 წელია, ბოლო 5 წელია, ბოლო 2 წელია, ბოლო 7 თვეც შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ მოდი ვაქციოთ ეს ყველაფერი გამოცდილებად ყველამ ერთად და პროპორციული არჩევნების, დიახ, ძეობისთვის გავიღიმოთ. მერე გაგვახსენდება ბევრი სხვა პრობლემა და ისევ დაღვრემილები გავალთ აქედან, მაგრამ ამ ნაწილში გაღიმება შესაძლებელია. რაც შეეხება პოლიტიკურს, მინდა, რომ აქ შეკრების მონაწილეები ვიყოთ რაღაც შეთანხმებითაც შეკრულები შემდეგი 5-6 თვის განმავლობაში, იმიტომ, რომ ამ პროცესის დასრულებას, ვიცით, რაც სჭირდება. დროც სჭირდება, 3-ჯერ კენჭისყრაც სჭირდება, სამჯერ სამი-მეოთხედი ხმები სჭირდება, არადა ამ 5 თვის განმავლობაში ჩვენ არათუ დაზღვეული ვართ, გარანტირებული გვაქვს ძალიან ბევრი, სხვადასხვა მწვავე საკითხი და პრობლემა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მსგავსი თემები