“არჩევნებში მანდატს ყველა ის პარტია მიიღებს, ვინც სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საჭირო ხმების რაოდენობას მოიპოვებს “- ირაკლი კობახიძე

“თითოეული პარტია, რომელიც მიიღებს სულ მცირე ერთი მანდატის მოსაპოვებლად საჭირო ხმების რაოდენობას, რაც არის ხმების 0.67%, მიიღებს მანდატს საქართველოს პარლამენტში,”- ამის შესახებ, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში“ მიმდინარე “პროპორციული არჩევნები 2020”-ის პრეზენტაციაზე, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, კონსტიტუციური კანონპროექტიდან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში არსებული სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ფართო ჩართულობით მომზადდება.

“კონსტიტუციურ კანონში ცვლილებებით მოცემულია მარტივი ფორმულა, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ თითოეული პარტია, რომელიც მიიღებს სულ მცირე ერთი მანდატის მოსაპოვებლად საჭირო ხმების რაოდენობას, რაც არის ხმების 0.67%, მიიღებს მანდატს საქართველოს პარლამენტში. შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის დადგენილია ბუნებრივი ბარიერი – ნულოვანი ბარიერი. ძალაში რჩება კონსტიტუციის ძირითადი ტექსტი, სადაც განსაზღვრულია საარჩევნო სისტემა, კერძოდ კი, პროპორციული სისტემა 5%-იანი საარჩევნო ბარიერით და ის მოქმედებს ყოველი შემდგომი საპარლამენტო არჩევნებისთვის. რაც შეეხება ახალ ინიციატივას ის კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში, კერძოდ, გარდამავლი დებულებების მეცხრე პუნქტში აისახება, რომელიც ადგენდა, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ტარდებოდა. ცვლილებება სწორედ მეცხრე პუნქტს შეეხება. ამოღებულია ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ შემდეგი არჩევნები ტარდება შერეული საარჩევნო სისტემით. ეს ჩანაწერი იცვლება ჩანაწერით პროპორციული არჩევნების ჩატარების თაობაზე. ამავე პუნქტში აისახება ე.წ. ბუნებრივი ნულოვანი ბარიერი, შემდეგი ტექსტით: საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად მანდატს ან მანდატებს ყველა ის პოლიტიკური პარტია მიიღებს, ვინც მიიღებს სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საჭირო ხმების რაოდენობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები