“სახელმწიფო გადატრიალებას უარი”, ამ ლოზუნგით თავისი ნება დანარჩენმა საზოგადოებამაც უნდა გამოხატოს” – მირიან წიკლაური


საკანონმდებლო ორგანის წარმომადგენელი, დეპუტატი მირიან წიკლაური საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებს და თვლის, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და მათ ლიდერს სურთ ქვეყანაში 90-წლების სცენარი გაითამაშონ.

როგორც წიკლაური “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე აცხადებს, დესრტუქციულ ძალებს შემუშავებული აქვთ ორი სცენარი და ორივეს მიზანი სახელმწიფო გადატრიალებაა:

“რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ეს არის ცალსახად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, – არცთუ დიდი ხნის წარსულის ანალოგი. მოგეხსენებათ, 1991 წლის აგვისტოში საქართველოში მოხდა პუტჩი, დღეს რომ პარალელებს ვავლებ, დაახლოებით ისე ვითარედება ქვეყანაში, როგორც მაშინ, მაგრამ იმედია, ჩვენი ისტორიული მეხსიერება აღარ დაუშვებ იმას, რომ იგივე განმეორდეს.

ახალგაზდები ისევე როგორც მაშინ, ფასადად სჭირდებათ, რადგან ჩვენ ვხედავთ ვინ უძღვება ამ მსვლელობებს: ბოკერია, რატიანი, გრიგოლ ვაშაძე… პოლიტიკური პარტიების ლიდერები და თავისთავად ცხადია, ეს არის პოლიტიკური პროცესი. ამიტომ საზოგადოებამ უნდა თქვას მკაცრად, რომ ჩვენ სახელმწიფო გადატრიალებას აღარ დავუშვებთ.

გადატრიალების პროცესი დაიწყო 20 ივნისს და დღემდე გრძელდება. დესტრუქციულ ძალებს ორი სცენარი აქვთ “დაწერილი”, ან ახლავე რაღაც უნდა მოხდეს, ან დროში უნდა გაიწელოს, მაგრამ ორივე შემთხვევაში უნდათ, რომ მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება.

პირველ რიგში, ყოველდღიურად ცდილობენ დესპტაბილიზაციის გამოწვევას, რაც ძალიან მძლავრად დაარტამს ჩვენს საკმაოდ მყიფე ეკონომიკას, რადგან მნიშვნელოვანი წილი ამ ეკონომიკაში უკავია ტურიზმს, ტრანზიტს. მოგეხსებათ, დესტაბილიზაცია სწორედ ეკონომიკის სფეროს ურტყამს, როდესაც ტურიზმიდან და ტრანზიტიდან ფული აღარ შემოვა ბიუჯეტში, ეს დეფიციტს გამოიწვევს, მათ შორის შემცირდება სოციალური პროგრამები, რასაც სახელმწიფო აფინანსებს, ამას მოყვება ჯაჭვური რეაქციები, იქნება მეტი უკმაყოფილო ადამიანი და კიდევ უფრო გაიზრდება საპროტესტო ტალღა. სააკაშვილმა კარგად იცის, რომ მას არჩევნების გზით მოსვლის რესურსი არ გააჩნია, მაგრამ სრულიად საკმარისია, პროვოკაცია მოაწყოს და ამ პროვოკაციების ხარჯზე ცდილობს მოახდინოს სახელმწიფო გადატრიალება, შემდეგ ჩაატარებს ისეთივე არჩევნებს, როგორსაც ატარებდა და ეს არჩევნები ისევ დესტრუქციული იქნება,” – აცხადებს დეპუტატი.

მისი თქმით, სცენარით გათვალისწინებული მეორე გეგმა შს მინისტრის გადადგომაა, რაც პროცესების დემორალიზაციას გამოიწვევს, შედეგად კი კვლავაც სახელმწიფო-გადატრიალებას მივიღებთ.

“მეორე გეგმაა, რომ გახარია გადადგეს, მოხდეს დემორალიზაცია, შემდეგ ეს დემარკიზებული პოლიცია ვეღარ, ან აღარ შეაკავებს დემონსტრანტთა ტალღას და მოახდენენ სახელმწიფო გადატრიალებას. თავისთავად ცხადია, საზოგადოების ნაწილი ამას არ მიიღებს, ამას მოყვება შეიარაღებული დაპირისპირება და ისევ ჩავიძირებით იმ უბედურებაში, რასაც 90-იან წლებში ჰქონდა ადგილი საქართველოში, რაც ქართველმა ხალხმა არ უნდა დავუშვათ,”- აცხადებს მირიან წიკლაური “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ ბრიფინგზე.

მსგავსი თემები