დამატებითი მარშრუტები აბიტურიენტებისთვის თბილისის მერიისგან – “გამოცდები 2019” იწყება

ხვალიდან, 24 ივლისის ჩათვლით, თბილისის მერია ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, 06:00 საათიდან 20:00 საათამდე 5 სპეციალურ დროებით მარშრუტს დააწესებს.

ავტობუსები საგამოცდო დღეებში იმოძრავებენ და მგზავრებს სტანდარტული ტარიფით – 50 თეთრად მოემსახურებიან.

აღნიშნული მარშრუტებია:

• მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – N175 საჯარო სკოლა. ავტობუსი მოძრაობას დაიწყებს გობრონიძის ქუჩიდან, მოუხვევს დუმბაძის გამზირზე და მგზავრებს მუხიანის მე-3 მ/რ-ში N175 საჯარო სკოლასთან მიიყვანს, იგივე მარშრუტს გაივლის უკუმიმართულებითაც.

• მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – N39, N173 და N177 საჯარო სკოლები. ავტობუსი ხიზანიშვილის ქუჩიდან მარჯვნივ შეუხვევს ნანეიშვილის ქუჩაზე, გაივლის N39 და N173 საჯარო სკოლებს და კეცხოველის ქუჩით N177 საჯარო სკოლასთან მივა. ავტობუსი მეტრო „ახმეტელთან“ ნანეიშვილისა და ბოჭორიშვილის ქუჩების გავლით დაბრუნდება.

• მეტროსადგური „ვარკეთილი“ – N117 საჯარო სკოლა. ავტობუსი გაივლის ჯავახეთის ქუჩას, მობრუნდება „ვარკეთილის ხიდებამდე“, მარჯვნივ შეუხვევს შუამთის ქუჩაზე და მოძრობას N117 საჯარო სკოლასთან დაასრულებს. უკუმიმართულებით კი, შუამთის, კალოუბნისა და ჯავახეთის ქუჩების გავლით კვლავ მეტრო „ვარკეთილთან“ დაბრუნდება.

• მეტროსადგური „სამგორის“ ზედა გასასვლელი – N103 საჯარო სკოლა. ავტობუსი მოძრაობას მეტრო „სამგორის“ მიმდებარედ კახეთის გზატკეცილიდან დაიწყებს, შეუხვევს კაკაბეთის ქუჩაზე და მგზავრებს ყვარლის მოედანზე N103 საჯარო სკოლასთან მიიყვანს. უკუმიმართულებით ავტობუსი კაკაბეთისა და რამიშვილის ქუჩების გავლით, კახეთის გზატკეცილზე დაბრუნდება და მოძრაობას მეტრო „სამგორის“ ზედა გასასვლელთან დაასრულებს.

• მეტროსადგური „დიდუბე“ – N147 საჯარო სკოლა. ავტობუსი წერეთლის გამზირიდან რობაქიძის გამზირზე გადავა და პაიჭაძის ქუჩაზე ჩაუხვევს. ავტობუსი უკუმიმართულებით იგივე მარშრუტს გაივლის.

საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალი კი, ქვეყნის მასშტაბით, ასეთია:

ქ. თბილისის 147-ე საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, დიღმის მასივი მე-3 კვ.
ქ. თბილისის 117-ე საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, თრიალეთის ქ. №7;
ქ. თბილისის 175 ა საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, მუხიანის მე-3 მ/კ.;
ქ. თბილისის 175 ბ საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, მუხიანის მე-3 მ/კ;
ქ. თბილისის 103-ე საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, მესხეთის ქ. №72;
ქ. თბილისის 133-ე საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, ვარდისუბნის ქ. №8;
ქ. თბილისის 177-ე საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, გლდანის მე-5 მ/რ;
ქ. თბილისის 39-ე საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, გლდანის I მ/რ;
ქ. თბილისის 207-ე საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, ჩარგლის ქ. №34;
ქ. თბილისის 173-ე საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, გლდანის მე-3 მ/რ;
ქ. ქუთაისის N1 საჯარო სკოლა – ქ. ქუთაისი, ცისფერყანწელთა ქ. №6;
ქ. ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლა – ქ. ქუთაისი, რუსთაველის ქ. №127;
ქ. ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლა – ქ. ქუთაისი, არაყიშვილის №15;
ქ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35;
ქ. ბათუმის N1 საჯარო სკოლა – ქ. ბათუმი, დ. თავდადებულის №47;
ქ. ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლა – ქ. ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას ქ. №9;
ქ. რუსთავის 22-ე საჯარო სკოლა – ქ. რუსთავი, ქუთაისის ქ. №6;
ქ. გორის მე-3 საჯარო სკოლა – ქ. გორი, დ. ამილახვარის ქ. №26;
ქ. ახალციხის N1 საჯარო სკოლა – ქ. ახალციხე, მიქუტიშვილის ქ. №2;
ქ. თელავის მე-8 საჯარო სკოლა – ქ. თელავი, თამარის ქ. №69;
ქ. ფოთის მე-3 საჯარო სკოლა – ქ. ფოთი, ზამბახიძის ქ. №3;
ქ. ოზურგეთის მე-2 საჯარო სკოლა – ქ. ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. №9;
დ. ხულოს საჯარო სკოლა – დ. ხულო, შავაძის ქ. №3.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქის 23 საგამოცდო ცენტრი მზადაა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად და აბიტურიენტთა მისაღებად. ​აპლიკანტთა დიდი რაოდენობის გამო, დამატებით ორი ცენტრი გაიხსნა ხულოსა და ბათუმში.

ხვალ, პირველ ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენასა და ლიტერატურის გამოცდით იწყება.

მსგავსი თემები