ილია მეორე: მშვიდობა აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის და ქვეყნისათვის

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მშვიდობასა და მის მნიშვნელობაზე იქადაგა.

როგორც უწმინდესმა ბრძანა, კაცობრიობა მეტად რთულ დროში ცხოვრობს და უნდა გვახსოვდეს, რომ მშვიდობა აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის და ქვეყნისათვის. 

„ჩვენ შევთხოვთ წმინდა მამებს, რომ დაამშვიდოს საქართველო და მთელი მსოფლიო.  ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროს, როცა ადამიანები არ არიან კმაყოფილი არსებული მდგომარეობით და ითხოვენ ახალ პირობებს. უნდა გვახსოვდეს, რომ სიმშვიდე, მშვიდობა აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის და აუცილებელია ქვეყნისათვის. სიმშვიდე თუ არ იქნება ვერაფერს ვერ მიაღწევს ადამიანი, სიმშვიდე მოგცეთ ღმერთმა თქვენ და მთელ საქართველოს”

ილია მეორემ მრევლი დალოცა და ათონელი წმინდა მამების ხსენების დღე მიულოცა. 

მსგავსი თემები