იტალიაში გარდაცვლილი 27 წლის ქართველი გოგონას საქმეზე, აფრიკელი მამაკაცი დააკავეს

იტალიის ქალაქ მილანში, 27 წლის იზა ქავთარაძის გარდაცვალების საქმეზე, აფრიკელი მამაკაცი დააკავეს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი სიერა-ლეონეს რესპუბლიკის მოქალაქე, გარდაცვლილის მეგობარი იყო, რომელმაც ქართველ გოგონას, სავარაუდოდ, ჰეროინის სასიკვდილო დოზა მიჰყიდა.

„სამართალდამცველები თვეების განმავლობაში აკვირდებოდნენ კაგბოს, რომელიც საქმეში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი იყო. ბოლოს ის ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ფაქტზე დააკავეს“, – წერს იტალიური მედია.

27 წლის იზა ქავთარაძე ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული იყო, მოგვიანებით კი სასწავლებლად იტალიაში გაემგზავრა. მიმდინარე წლის მარტში, გოგონა მილანში, გარდაცვლილი იპოვეს.  

ქართულ სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იზა ქავთარაძის ცხედარი სასტუმროს ნომერში ნახეს, სადაც ერთჯერადი შპრიცები და გაცხელებული ჰეროინიც აღმოაჩინეს. გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკების ზედოზირება დასახელდა.

მსგავსი თემები